სენა ავტო ჯგუფი

Sena-Motors-Certificate (1)“სენა ავტო ჯგუფი” დაფუძნდა გაა ჰოლდინგის მიერ 2006 წელს. მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში  საავტომობილო ბიზნესის განვითარება.
“სენა ავტო ჯგუფი” კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს სთავაზობს სრულ საავტომობილო სპექტრს: სამგზავრო და სატვირთო ავტომობილბს, კვადროციკლებს, თოვლმავლებს, პრემიუმ ხარისხის ზეთებსა და ლუბრიკანტებს, სერვის ცემტრს. 

სენა ავტო ჯგუფი აერთიანებს 2 კომპანიას: “სენა მოტორსა” და “სენა ავტოს”:
– “სენა მოტორსი” წარმოადგენს შემდეგ ბრენდებს კავკასიის ბაზარზე: HONDA, JAC Motors, POLARIS, ENOC-ს.
– “სენა ავტო” სთავაზობს ბაზარს კორპორატიული “ჯასტ ტაქსის” მომსახურებას და მულტიბრენდულ ავტორიზირებულ სერვის ცენტრს.

სენა ავტო ჯგუფი ყოველწლიურად ზრუნავს ავტოტრანსპორტისა და ავტოსერვისის ასორტიმენტის განვითარებაზე და მომსახურების ხარისხზე, რამაც განაპირობა 2016 წელს ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგა.

JAC Motors – ჯაკ მოტორსი

საერთაშორისო ბრენდი JAC Motors 50 წლიანი ისტორიით წარმოდგენილია 130-ზე მეტ ქვეყანაში. 2015 წლიდან “ჯაკ მოტორს”-ის ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიის რეგიონში “სენა ავტო ჯგუფი”  მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ავტომობილებსა და მომსახურებას:

  • სამგზავრო – სედანი, ქროსოვერი, მინივენი, სრულიად ელექტრო ავტომობილი
  • კომეციული – პიკაპი
  • სამგაზავრო და სატვირთო ვანი
  • მსუბუქი სატვირთო ავტომობილები (1 დან – 10 ტონამდე)
  • მძიმე სატვირთო სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა (10 დან – 35 ტონამდე)
  • ელექტრო და დიზელის დამტვირთველები (Forklifts)
  • ქალაქის, ტურისტული და სკოლის ავტობუსები (17 დან – 50 ადგილამდე)
  • საგარანტიო მომსახურება 
  • 3 წლიანი გარანტია
  • ორიგინალი სათადარიგო ნაწილები 
  • ავტორიზირებული სერვის ცენტრი 

იხილეთ სრული სამოდელო ხაზის პრეზენტაცია

JAC Presentation_Local - Copy