X200

X200-Ultimate Urban Logistic Solution

ექსტერიერი


ინტერიერი


წარმადობა


მარტივი დატვირთვა
  • ულტრა-ბრტყელი სატვირთო ბაქანის დამსახურებით, ტვირთის დადება და აღება უმარტივესად და უსწრაფესად ხდება.
  • სატვირთო ბაქანის კლირენსი 785 მილიმეტრია, 30 პროცენტით ნაკლები, ვიდრე მსუბუქი სატვირთო ავტომობილისა. ეს ყველაფერი ნიშნავს 20 პროცენტით ნაკლები ენერგიის გამოყენებას და 30 პროცენტით ნაკლები დროის დახარჯვას.
  • X200-ს აქვს JAC N-სერიის დნმ – უმძლავრესი ძრავა და ძლიერი შასი
  • X200-ის წონა მსუბუქი სატვირთო მანქანის წონაზე 20 პროცენტით ნაკლებია, რაც უფრო მეტ ეკონომიურობას ნიშნავს.

სრულიად ახალი შასის ჩარჩო

15 პროცენტით უფრო ძლიერია, ვიდრე კონკურენტების ჩარჩოები, მაგრამ ამავდროულად 20 პროცენტით უფრო მსუბუქიცაა. გამოყენებულია შედუღებისა და დამუშავების უახლესი ტექნოლოგიები, შექმნილია ”N-სერიის” შასიზე მომუშავე ჯგუფის მიერ.


მარტივი მართვა

სრულიად ახალი მოხვევის სისტემა, მოხვევის რადიუსი 5,5 მეტრზე ნაკლებია. აღსანიშნავია წინა დამოუკიდებელი საკიდარი, ასევე დისკური მუხრუჭები, რაც მარტივი და განუმეორებელი მართვის მახასიათებლების გარანტიაა.


წინა დისკური მუხრუჭი

დისკური მუხრუჭი დოლურა მუხრუჭზე გაცილებით ეფექტიანია – მინიმუმ 20 პროცენტით უკეთესი.


მარტივი ტექნიკური მომსახურება

ტექნიკური მომსახურება უმარტივესია და ზოგიერთი საჭირო სითხის დამატება კაბინიდან ხდება. ავტომობილი განსაკუთრებით საიმედოა გამძლეობის თვალსაზრისით, გარანტია კი, კომერციული ავტომობილისთვის გასაოცრად ხანგრძლივია – 3 წელი ან 100 000 კილომეტრი.


დაბალი კაბინა

ცარიელი ავტომანქანის სრული სიმაღლე 2 მეტრზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, დაპარკინგდეს მსუბუქი ავტომობილისთვის შესაფერის გარაჟში.


კაბინის მოვლა და შეკეთების ჭრილი

განსაკუთრებით მარტივი გზა იმისათვის, რომ მომხმარებელმა მანქანა თვითონაც შეაკეთოს.


უსაფრთხოება


შესანიშნავი პასიური უსაფრთხოება, უძლიერესი კაბინა, 4 ვარსკვლავი ქრეშ-ტესტებში. შესანიშნავი აქტიური უსაფრთხოება, 15 პროცენტით მეტი ხედვის არე, ვიდრე ECE-ს სტანდარტშია მოცემული.


კაბინის სტრუქტურაში გამოყენებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადი და კაბინამ ქრეშ-ტესტებში 4 ვარსკვლავი დაიმსახურა.

ასევე შესანიშნავია აქტიური უსაფრთხოებაც, რადგან გაზრდილია ხედვის არე, რომელიც ECE-ს სტანდარტზე 15 პროცენტით მეტია. ამრიგად, მძღოლი მაქსიმალურად დაცული იქნება.


მახასიათებლები