N Series

JAC-ის N-სერიის მძიმე და მსუბუქი სატვირთო ავტომანქანა

ექსტერიერი


იმისათვის, რომ სატვირთო ავტომობილი საერთაშორისო დონეზე იყოს აღიარებული, აუცილებელია მისი მდგრადობა, სიმყარე, მობილურობისა და დიზაინის სიფაქიზის ნაზავი. ჩვენ სწორედ ასეთი მიდგომით ვქმნით სატვირთო ავტომანქანებს.

ინტერიერი


წარმადობა


მუდმივად გაუმჯობესებადი დაკიდების სისტემა
  • იმის გამო, რომ გამოყენებულია ზამბარა (იშვიათად ფურცლოვანი რესორი), ავტომანქანა ინარჩუნებს მსუბუქ წონას, არ არის შემცირებული სრული ტევადობა და გაუმჯობესებულია გამძლეობა.
  • ფურცლოვან რესორში გამოყენებულია ცივჭედვის ტექნოლოგია და გაუმჯობესებულია მეტალურგიული მოთხოვნები იმისათვის, რომ იყოს უფრო მტკიცე და უფრო გამძლე.
  • ჩარჩოს სიმაგრე გაზრდილია 10 პროცენტით.
  • გამოყოფილი ტიპის შასის დამსახურებით ავტომობილი უფრო ძლიერია, ხოლო ამორტიზაციის ეფექტი კი – გაცილებით უკეთესი.
  • სწორი ჭრილები, კომპონენტების სტანდარტული და მოქნილი ინსტალაცია.

გაუმჯობესებული სამუხრუჭე სისტემა

დამუხრუჭება გამოშვების დროსელირებით ამცირებს სამუხრუჭო დროს, რითაც დამუხრუჭება უფრო საიმედოდ და უსაფრთხოდ ხდება და გარდა ამისა, სამუხრუჭე სისტემა უფრო დიდხანს ძლებს.

წინა სამუხრუჭო დისკი ვენტილირებადია, რაც მეტი სიმტკიცის, საიმედოობის და უსაფრთხოების გარანტიაა.


3-დონიანი საიმედოობის ტესტი

ავტომანქანამ შემოწმება გაიარა CAE-ს ანალიზი მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც სტენდურ, ასევე საგზაო გამოცდას. ავტომანქანას ჩაბარებული აქვს საიმედოობის 3-დონიანი ტესტი და აქვს უმძლავრესი გარანტია უსაფრთხოების თვალსაზრისით. უფრო მეტიც: ავტომანქანამ ჩააბარა სანდოობის 1 000 000-კილომეტრიანი ტესტები ურთულეს საექსპლუატაციო პირობებში (უმაღლესი ტემპერატურა, ყინვა და მაღალი ტენიანობა).


JAC 2.7-ლიტრიანი CTI დიზელის ძრავა

შეფრქვევის წნევამ „კომონ-რეილის“ ტიპის პირდაპირი შეფრქვევის სისტემაზე 1800 ბარს მიაღწია და ამ დროს საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვი მინიმალური იყო, სიმძლავრე კი – მაქსიმალური.

ბაიპასის ტორბოკომპრესორი გამოირჩევა 220-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით (1000 ბრ/წთ) და ასევე ხელმისაწვდომია 355-ნიუტონმეტრიანი (1800-2600 ბრ/წთ) ვერსიაც.


JAC-NAVISTAR 3.2-ლიტრიანი დიზელის ძრავა

მაღალეფექტიანმა SCR სისტემამ მნიშვნელოვნად შეამცირა აზოტის ოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის გამოყოფა.

მუხლა ლილვის გრეხითი რხევების ბალანსირის დამატებამ გამოსაბოლქვი სისტემა კიდევ უფრო გააუმჯობესა და შეამცირა ხმა.

მოწინავე ელექტრონული კონტროლი, საწვავის სისტემა და 1800-ბარიანი წნევით შეფრქვევა იწვევს უკეთეს გაფრქვევადობას და სრულყოფილ წვას.

ძრავასთან იდეალურადაა შერწყმული მაღალეფექტიანი ტურბოკომპრესორი, რის გამოც აგრეგატი გამოირჩევა სიმძლავრისა და ეკონომიურობის შესანიშნავი ბალანსით და ნაკლებად აბინძურებს გარემოს.


JAC-NAVISTAR 4.8-ლიტრიანი დიზელის ძრავა

მოწინავე SCR სისტემა ეკოლოგიის ევრო 4 სტანდარტს აკმაყოფილებს.

4 ცილინდრი, 16 სარქველი, სარქველების სისტემა ხახუნის დაბალი კოეფიციენტით, წვის საუკეთესო ტექნოლგია, თანამედროვე ტურბოკომპრესორი და შეფრქვევის წნევამ 1800 ბარს მიაღწია.

მაქსიმალური სიმძავრე 140 კვტ გახლავთ, სიმძლავრე საშუალოდ ერთ ლიტრზე კი 29,2 კვტ, რაც ამავე კლასის სხვა ძრავებზე 5-10 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია.


უსაფრთხოება


პირველი მოდელი, რომელმაც გაიარა ავტომობილის შეჯახების უმაღლესი სტანდარტის ტესტი ჩინეთში.

ns_sftp1


კაბინის უსაფრთხოება

ns_sftp2

იმისათვის, რომ შეჯახების დროს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო, ”N სერიის” სატვირთო ავტომანქანის კაბინა თანამედროვე სტანდარტების სიმტკიცით შეიქმნა. ასევე გათვალისწინებულია სიმულაციის ანალიზები და პროგნოზები. ”N სერიის” სატვირთო ავტომანქანის კაბინის დამცავი ფირფიტა შექმნილია მაღალი გამძლეობის ფოლადისგან და გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა. გარდა ამისა, კარში ჩაშენებულია შეჯახების საწინააღმდეგო ფოლადის დეტალები, რაც მგზავრების უსაფრთხოების გარანტიაა.

 

ns_sftp3

ელექტრომაგნიტური დამუხრუჭება გამოშვების დამატებითი დროსელირებით როდესაც მთებში მოგზაურობთ, ან გრძელ დაღმართზე მიდიხართ, ელექტრომაგნიტური დამუხრუჭება გამოშვების დამატებითი დროსელირებით გეხმარებათ შენელებაში, იყენებს სამუხრუჭო სისტემის წნევას და ძალიან ზრდის მართვის უსაფრთხოებას.

 

 


მახასიათებლები