Medium & Heavy Trucks

Excellent Value, the New Epoch of Chinese Heavy Truck

ექსტერიერი


უსაფრთხოება

ძარის კარკასი შექმნილია უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების მიხედვით. ენერგიის შთანთქმის ზონა შეჯახებისას უსაფრთხოებას აუმჯობესდებს.

ფურცლოვანი ლითონი

ფურცლოვანი ლითონის სისქე  1,5 მილიმეტრია. გარდა ამისა, კაბინის შეჯახების ზონები გამაგრებულია 3-მილიმეტრიანი ლითონის ფურცლებით, რაც ავტომატურად კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს ნიშნავს.

შედუღების პროცესი

კაბინის კორპუსი შედუღებულია ავტომატური რობოტებით, რაც შედუღების სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიაა.

დაკიდების სისტემა

პნევმატიკური დაკიდების სისტემა ეფექტიანად ამცირებს ცუდი ხარისხის გზის საფარით გამოწვეულ დარტყმებს და აუმჯობესებს სვლის კომფორტს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მძღოლისთვის და მგზავრებისთვის.


ინტერიერი


წარმადობა


საიმედო და მტკიცე

ავტომობილის შასისა და სავალი ნაწილის ყველა კომპონენტი გამოირჩევა კომპიუტერიზებული ინჟინერიითა და დაპროექტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შასი მაქსიმალურად მტკიცეა. ამგვარი შასი იმის გარანტიაა, რომ ავტომობილი უსაფრთხოა როგორც მძიმე ტვირთის გადატანისას, ასევე მაღალი სიჩქარით გადაადგილების დროსაც.


ჩარჩოს გადაკვეთის სექციის ზომები
ტრაქტორი 316*97*(8+7)
ავტომზიდი 316*90*(8+7)
მიქსერი 316*97*(8+7)
თვითმცლელი 316*97*(8+7)   322*97*(8+10)

JAC ჩინეთში ყველაზე მკვრივ საავტომობილო ჩარჩოებს აწარმოებს – იმისათვის, რომ გამოიყენოთ მაქსიმალური ტევადობა და გადაიტანოთ ყველაზე მძიმე ტვირთი.


ძრავა

Steyr-ის ტექნოლოგიით შექმნილი Weichai ძრავები, რომელთა სიმძლავრე 260-დან 430 ცხენის ძალამდეა. ამავდროულად, ეს აგრეგატები მაქსიმალურად ეკონომიურია და გამოირჩევა დაბალი საექსპლუატაციო ხარჯით.

გამომშვები სარქველის დამუხრუჭების სისტემა შემუშავებულია MAN-ის ტექნოლოგიით. დამუხრუჭების მაღალი ეფექტისა და საწვავის დაბალი ხარჯის ნაზავით მიიღებთ დაბალ საექსპლუატაციო ხარჯს, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის.


გადაცემათა კოლოფი

ZF-ის მეტად საიმედო გადაცემათა კოლოფი სინქრონიზატორით და რბილი, მარტივი გადართვებით.


უკანა ღერძის დაკიდების სისტემა შექმნილია გამოცდილი და საიმედო, Steyr-ის უკანა ღერძის დაკიდების სისტემის სტრუქტურის მიხედვით; გამოირჩევა გაძლიერებული წინა და უკანა ფირფიტოვანი რესორებით, რაც საშუალებას გაძლევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ მთელი ავტომობილის ტევადობა და არ გეშინოდეთ მძიმე წონის.


უსაფრთხოება


წნეხა

ერთადერთი იაპონური, Kawasaki-ს 6000-ტონიანი ჰიდრავლიკური წნეხვის მანქანა ჩინეთში, რომელიც ახორციელებს ნაკერების გარეშე აკავშირებს ძირითად ჩარჩოს  ქვეჩარჩოსთან და გვარიდებს ჩარჩოს დეფორმაციის პრობლემას.


შედუღება

კაბინის კორპუსის შედუღების ყველა წერტილი იქმნება ავტომატური მანქანებით და აკმაყოფილებს შედუღების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს.


შეღებვა

რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეღებვაც ავტომატური, შემღებავი რობოტებით ხდება. მოწინავე ტექნოლოგიური დამუშავებისა და ელექტროფორეზის წყალობით, ძარა მაქსიმალურად დაცულია კოროზიისგან 10 წლის განმავლობაში. უმაღლესი ტექნოლოგიით, მსოფლიო კლასის ხარისხითაა შესრულებული სამრებრო სამუშაოც.


აწყობა

საამწყობო კონვეიერი კომბინირებულია ”ტოიოტას” წარმოების სისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ  წარმოების პლატფორმა უაღრესად ქმედითი და ეფექტიანია. გამოყენებულია აწყობის მოწინავე, BOSCH-ის და Graco-ს ფირმის დანადგარები, რაც აწყობისა და მონტაჟის უმაღლესი ხარისხის გარანტიაა.


შთამბეჭდავი ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა

JAC-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი ავტომობილები საწვავის შთამბეჭდავად დაბალი ხარჯით გამოირჩევა. საწვავის ხარჯი დამოკიდებულია როგორც ტვირთის, ასევე გზის საფარისა და მართვის სტილზე და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, JAC-ის მარკის ავტომობილები საუკეთესო არჩევანიც იყოს. აეროდინამიკური დიზაინი, გამართული ფორმა და ეფექტიანი ზედაპირი ხელს უწყობს აეროდინამიკური წინაღობის გაუმჯობესებას და საწვავის ხარჯის შემცირებას.


ლოკალური მოდიფიკაცია ყველანაირი საექსპლუატაციო გარემოსა და ამინდის პირობებისთვის

იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო შესაძლებლობები სხვადასხვა საექსპლუატაციო გარემოსთვის და ამინდის პირობებისთვის, JAC-ის დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს მოდიფიკაცია ჩაუტარდა როგორც ალპური ზონებისთვის, ისე მაღალი და ტემპერატურის რეგიონებისთვის და თვით უდაბნოს პირობებისთვისაც.


სრულყოფილი სამოდელო რიგი, უდიდესი არჩევანი

JAC გთავაზობთ დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანების მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც აკმაყოფილებენ ეკოლოგიის ევრო 4, ევრო 3 და ევრო 2 სტანდარტებს. ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ, ისიამოვნოთ უნიკალური სტილით, სპეციალური შესაზლებლობებითა და JAC-ის სატვირთო ავტომანქანების ყველა უპირატესობით, რომლებიც ისეთი ძრავებითაა აღჭურვილი, რომ ზედმიწევნით ზუსტად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები.


მახასიათებლები